მთავარიპოლიტიკა

საგრძნობლად გაიზარდა სიუნიქის გეოპოლიტიკური ღირებულება: ანალიტიკოსი

საკმაოდ გაიზარდა სიუნიქის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ღირებულება. დღეს ეს მნიშვნელობა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ჩვენ გუშინ წარმოგვედგინა. „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  ასეთი მოსაზრება გამოთქვა სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სტეფან საფარიანმა.

„ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს სიუნიქს მისი გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ სიუნიქში იკვეთება დღეს ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრის გეოპოლიტიკური ვექტორები და ისრები. დასავლეთი დაინტერესებულია სიუნიქით, რაც აშკარად გამოიხატა აშშ-ს ელჩის ვიზიტით სიუნიქის რეგიონში“.

ამ კუთხით, საფარიანის აზრით, სრულიად გასაგებია რუსეთის სწრაფვა დარჩეს და გაძლიერდეს მოცემულ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე. პირველ რიგში, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დებულებების განხორციელებით. ამ განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი აზერბაიჯანი, ალიევის  წარმომადგენლობით, მუდმივად ცდილობს ივაჭროს  „ზანგეზურის დერეფნით“, სადაც ეს შესაძლებელია. რადგან მან კარგად იცის მისი ნამდვილი ღირებულება.

ამ დღეებში ერევანში ჩატარებულ კუხო-ს  საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სხდომას ანალიტიკოსი  თვლის მიმდინარე გეოპოლიტიკურ რეალიებად. მისი აზრით, სხდომის ერევანში გამართვის გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიუღიათ. ის,  უპირველეს ყოვლისა, რუსეთს სჭირდებოდა, ბოლოს კი ბელორუსიას.

საფარიანის თქმით, უკრაინის კრიზისი აიძულებს რუსულ დიპლომატიას გააქტიურდეს ყველა მიმართულებით. რისი საშუალებითაც რუსეთი ცდილობს  დაარღვიოს საკუთარი პოლიტიკური იზოლაცია.  უფრო მეტიც, მისი აზრით, რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა უფრო კონსერვატიულია, ვიდრე თავდასხმითი. ანუ მისი მთავარი მიზანი მაინც არსებული პოზიციების შენარჩუნებაა, მათ შორის სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში.

„საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი ვითარება დიდ სირთულეებს და პრობლემებს უქმნის სომხეთსა და მსგავსი კალიბრის სხვა ქვეყნებს. სომხეთს აიძულებენ  გააკეთოს შესაბამისი პირწონის სტრატეგიული ხასიათის არჩევანი.  პასუხად ერევანი რჩება  გაწონასწორებულ მდგომარეობაში, თავს იკავებს მისთვის თავს მოხვეული არჩევანისაგან.  მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აქტიობის მეშვეობითაც, რომლის დონეც ამ უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ დადებითად შემიძლია შევაფასო“, – შეაჯამა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button