მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ყატარის ემირმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს

ოფიციალური ვიზიტით ყატარის სახელმწიფოში მყოფი სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყატარის სახელმწიფოს ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეხვდა.

მიესალმა რა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ყატარის ემირმა მოწონება გამოთქვა სომხეთსა და ყატარს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებთან დაკავშირებით და  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყატარული მხარე დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებითა და გაძლიერებით.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს სომხეთ-ყატარის თანამშრომლობას, მათ შორის ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ყატარის ემირმა ხაზი გაუსვეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, ურთიერთობების გაფართოებისა და განმტკიცების ორმხრივ მზადყოფნას.

მხარეებმა გამოიყენეს ურთიერთობების განვითარება განსაკუთრებით ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მეცნიერების, საჰაერო კომუნიკაციების, ტურიზმის, კულტურის სფეროებში.

ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე და აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს ყატარული კომპანიების მიერ შესაძლო საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას თავისი ინსტრუმენტების ფარგლებში.

თანამოსაუბრეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი და დღის წესრიგით გათვალისწინებული შეხვედრები ხელს შეუწყობს კავშირების გაფართოებას და გაღრმავებას ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროებში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყატარის ემირი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რაც სიამოვნებით იქნა მიღებული.

ნახეთ მეტი
Back to top button