სპორტი

ფიფას და უეფას პრეზიდენტები სომხეთში ჩამოვლენ  და წოვაგიუღს ეწვევიან

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და უეფას პრეზიდენტი ალექსანდრე ჩაფერინი სომხეთს ეწვევა, იუწყება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

ისინი მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 15-16 ივნისს იგეგმება.

წოვაგიუღის 20×40 პატარა მოედანზე გაიმართება საჩვენებელი მატჩი, რომელსაც დაესწრებიან ფერნანდო იერო, დედიდ ჯეიმსი, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, იურა მოვსისიანი, რომან ბერეზოვსკი, იური ჯორკაეფი, ედგარ მანუჩარიანი, რაზმიკ გრიგორიანი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები. შეხვედრაში ინფანტინო და ჩეფერინიც მიიღებენ მონაწილეობას.

ნახეთ მეტი
Back to top button