მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა მნიშვნელობა მიანიჭეს „სპარსეთის ყურე-შავი ზღვის“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნის სამუშაოებს

ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 14 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რუმენ რადევს შეხვდა.

როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადეს სრ სსს-ში, ერთმანეთს მიულოცეს რა სომხეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განვითარდა ურთიერთნდობისა და პატივისცემის საფუძველზე.

არარატ მირზოიანი და რუმენ რადევი შეეხნენ სომხურ-ბულგარული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და გამოხატეს ორმხრივი მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობისთვის.

თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ვიზიტები, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ხელს შეუწყობს ორმხრივი ინტერესის სფეროებში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულ რეალიზებას. ასევე განიხილეს ბულგარეთში სომხური თემის, როგორც ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ძლიერი ხიდის როლი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, თანამოსაუბრეებმა მნიშვნელობა მიანიჭეს ინტენსიური სამუშაოების განხორციელებას „სპარსეთის ყურე-შავი ზღვის“ სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს.

მინისტრმა მირზოიანმა ბულგარეთის პრეზიდენტს გააცნო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. ამასთან დაკავშირებით, მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში და მნიშვნელოვნად მიიჩნია ბულგარეთის პოზიცია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.

სხვა გადაუდებელ ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად ხაზი გაესვა სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებულების რეპატრიაციის აუცილებლობას და სომხური რელიგიური, ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებას არცახში.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარეთის პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სომხეთ-თურქეთის მოგვარების პროცესთან დაკავშირებითაც.

ნახეთ მეტი
Back to top button