პოლიტიკა
განხილულ იქნა სომხეთისა და საფრანგეთის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იარაღის საერთაშორისო გამოფენაში „ევროსატორი 2022“ მონაწილეობის მისაღებად პარიზში იმყოფება სომხეთის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილის კარენ ბრუტიანის ხელმძღვანელობით.
13 ივნისს კარენ ბრუტიანი საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მინისტრს სებასტიან ლეკორნს შეხვდა, რა დროსაც განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის არაერთი საკითხი.