სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რეგიონული კომუნიკაციების გახსნის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში დერეფნების შესახებ განცხადებები მიუღებელია.
როგორც იტყობინება “არმენპრესი”, “ალ ჯაზირასთან” ინტერვიუში, შეეხო რა კითხვას, თუ როგორია სომხეთის მიდგომა და პოზიცია იმ “დერეფნის” მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანი უნდა დააკავშიროს ანკარასთან, ფაშინიანმა უპასუხა:
„მოგეხსენებათ, ჩვენთვის მიუღებელია ე.წ. დერეფნის შესახებ განცხადებები, და ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. ვინაიდან ჩვენს რეგიონში, სამმხრივი განცხადების თანახმად, რომლის შესახებ აღვნიშნე ჩვენი საუბრის დასწყისში, გვაქვს ერთი დერეფანი, ეს ლაჩინის დერეფანია, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი სხვა დებულება ჩვენს სამმხრივ განცხადებაში, რომელიც ეხება კომუნიკაციების გახსნას. ვგულისხმობ რკინიგზას, გზებს, და ჩვენ მზად ვართ, ფაქტობრივად უკვე განვიხილავთ რეგიონული კომუნიკაციების გახსნის საკითხს, სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ურთიერთპატივისცემის პრინციპით“.