მთავარიპოლიტიკა

მტკივნეული პრეცედენტი: საქართველოში ასამართლებენ კარტოგრაფებს, რომლებსაც ბრალი ედებათ დავით გარეჯის აზერბაიჯანისათვის გადაცემაში

საქართველოში   გრძელდება აზერბაიჯანთან  საზღვრის  დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების სასამართლო პროცესი, რომლებსაც ბრალი ედებათ რუკების დამალვაში.

შეგახსენებთ, რომ საუბარია კარტოგრაფებზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევაზე. 2020 წლის ოქტომბერში სახელმწიფო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ხელმძღვანელობდნენ 1970-80 წლებში გამოქვეყნებული რუკებით, რაც ეჭვს აყენებს დავით გარეჯის მონასტრის საკუთრების საკითხს. მელაშვილს და ილიჩევას ბრალად ედებათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის ს კომისიაში მუშაობისას 1937-1938 წლების რუქის დამალვა, რის საშუალებითაც საქართველოს შეეძლო დაეკარგა  3500 ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი. გამოძიების ინფორმაციით, მათ დანაშაული „ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით“ ჩაიდინეს.

ნახეთ მეტი
Back to top button