პოლიტიკა

“პრეზიდენტმა შეცვალა გზავნილები და გააკრიტიკა რეზოლუცია, დავუფასებთ” | კობახიძე

,,მთავარი არხი” წერს, რომ “მნიშვნელოვანი იყო, რომ ორ რამესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შეცვალა საკუთარი გზავნილი. ერთი, შეიძლება ამას ვიღაცამ ანტიდასავლური რიტორიკა უწოდოს,  მან თავიდანვე თავად გააკრიტიკა რეზოლუცია. თქვა, რომ ამ რეზოლუციაში ბევრი უზუსტობა იყო და უსამართლო ჩანაწერიც იყო. თქვა, რომ არ იყო სამართლიანი ეს რეზოლუცია.

მეორე, როდესაც რამდენიმე დღის წინ იყო მისი გამოსვლა ერთ სიბრტყეზე დააყენა სააკაშვილი,  გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ თქვა, რომ ვერც სააკაშვილს, ვერც გვარამიას და ვერც ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. როდესაც ამბობ, რომ სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს ვერ გადავაყოლებ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეს არის სამი ადამიანის ერთ სიბრტყეში დაყენება და აქაც ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება და თქვა, რომ ერთ სიბრტყეში არ აყენებს, რაც ძალიან კარგია. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ”. 

– ასე გამოეხმაურა პალიტრანიუსის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილზე უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებებია.

ნახეთ მეტი
Back to top button