მთავარიპოლიტიკა

პროგნოზი:    უახლოეს მომავალში ალიევი ვერ მოახერხებს მთიანი ყარაბაღიდან  სომხების გამოსახლებას

უდავოა, რომ ბაქო ანკარას მხარდაჭერით შეეცდება დე იურე დააფიქსიროს საკუთარი აგრესიის შედეგები არცახის წინააღმდეგ. „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  ასეთი მოსაზრება სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, თურქოლოგმა რუბენ საფრასტიანმა გამოთქვა.

„საუბარია 44-დღიანი აგრესიის შედეგად ოკუპირებულ არცახის ტერიტორიაზე, ასევე არცახის საბოლოო სტატუსზე. ბაქოს დიდი  სურვილია მიაღწიოს ამას“, – განაცხადა მან.

აშაფასა რა აზერბაიჯანის სწრაფვა  არცახის დანარჩენი სომხური ნაწილის ოკუპაციის, სომხების განდევნის, ფაქტობრივად, იქ მორიგი გენოციდის ჩადენისკენ, აკადემიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ალიევი  თავის გეგმას ვერ განახორციელებს, რადგანაც მას ხელს შეუშლის რუსი სამშვიდობოები განლაგება და არცახის სტსტუსის ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა.  ეს ყველაფერი აზერბაიჯანს მიზნის ერთი დარტყმით მიღწევაში შეუშლის ხელს, რაც ალიევს საკითხის  ეტაპობრივად გადაჭრის ცდისკენ უბიძგებს.

თურქოლოგის თქმით, თურქეთი, თავის მხრივ, შეეცდება გამოიყენოს თავისი გავლენა და მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო განზომილებებში, როგორიცაა „2+3“, მათ შორის, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბაქოს ინტერესების ფარგლებში გადაწყვეტას.  ამასთან, 1991 წლიდან ანკარას მთავარი და უცვლელი მიზანი სამხრეთ კავკასიის, მისი აზრით, მთელი რეგიონის საკუთარი გავლენის სფეროში ჩართვაა.

„უნდა ვთქვა, რომ სომხეთის დამარცხებამ 44-დღიან ომში ახალი, ხელსაყრელი გარემოებები გაუხსნა თურქეთს ამ გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად.  რაც გამოიხატება აზერბაიჯანის მეშვეობით  სომხეთზე უფრო ინტენსიური და აგრესიული ზეწოლით. მთელ ეს ექსპანსიონისტურ მიზნებს ანკარა   მალავს  მშვიდობის,  თანამშრომლობისა და კონფლიქტების მოგვარების განცხადებებს ქვეშ.  ეს არის თურქეთის გეოპოლიტიკა, ეს არის მისი რეალური მიზნები”,  – აღნიშნა აკადემიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button