მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი მთიანი ყარაბაღის საკითხია. ფაშინიანი

2020 წლის ნოემბერში სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება იყო ნაბიჯი იმ დროს მთიან ყარაბაღში ძალადობის დასასრულებლად. ამის შესახებ ყატარში ტელეარხ „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„უნდა აღვნიშნო, რომ ეს განცხადება არ ეხება მთიანი ყარაბაღის საკითხს, მთიანი ყარაბაღის ძირითადი საკითხი განხილული უნდა იქნას. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ დავუბრუნდეთ მთიანი ყარაბაღის საკითხსაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა.

მან შენიშნა, რომ სომხეთს არაერთი პლატფორმა აქვს აზერბაიჯანთან კომუნიკაციისთვის. „ამ ბოლო დროს ჩვენ შევქმენით სალიმიტაციო კომისია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალზე მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება. იყო მხოლოდ ერთი შეხვედრა, მაგრამ ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მეორე შეხვედრა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება, მესამე კი ბრიუსელში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, და რა თქმა უნდა, პირდაპირი მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ჩვენი საზღვრების დელიმიტაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

შეეხო რა კითხვას, თუ როგორი იქნება სომხური მხარის პოზიცია, თუ კომისია გადაწყვეტს, რომ მთიანი ყარაბაღის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, ფაშინიანმა უპასუხა: „სალიმიტაციო კომისიას არანაირი კავშირი არ აქვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან, რადგან, როგორც ვთქვი, აზერბაიჯანთან გვაქვს სხვადასხვა დონის კომუნიკაცია. ერთ-ერთი მათგანი სალიმიტაციო სამუშაოებს ეხება. საზღვრის უსაფრთხოების საკითხიც ძალზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამ კომისიის მანდატი, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ საზღვარზე. მეორე საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაა. არსებობს კომუნიკაციის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დაკავშირებულია რეგიონული, სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციების გახსნასთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ისევე როგორც რეგიონული მშვიდობის კუთხით, არის მთიანი ყარაბაღის საკითხი“.

ფაშინიანმა მნიშვნელოვნად მიიჩნია რუსეთის, როგორც სამმხრივი განცხადების გარანტორის როლი და აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მაგრამ ის ასევე ძალიან ახლოსაა აზერბაიჯანთანაც.

ნახეთ მეტი
Back to top button