მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის გზების გახსნაზე რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი

აზერბაიჯანის ნახჭევანთან დამაკავშირებელი „გამარტივებული რეჟიმის“ შესახებ ლავროვის განცხადებიდან ხუთი დღის შემდეგაც კი, ოფიციალურად არ იყო განმარტებული, რას ნიშნავდა ეს, თუმცა „თავისუფლება“-თვის გარკვეული ინფორმაცია ცნობილი გახდა მიმდინარე მოლაპარაკებებიდან. ამის შესახებ წერს Azatutyun.am.

ამის მიხედვით, სომხეთის ტერიტორიაზე შემოსულ აზერბაიჯანულ ტვირთსა და მგზავრებს ჯერ რუსეთის მესაზღვრე, შემდეგ სომხეთის საბაჟო სამსახური ამოწმებს. შემდეგ გადასვლა განხორციელდება სომეხი სპეციალური დაცვის თანხლებით, რომელშიც მინიმუმ ერთი რუსი ოფიცერი იქნება.

იგივე პირობები იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომეხი მგზავრებისა და ტვირთების შემთხვევაშიც? ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დაწერა ჟურნალისტმა თათულ ჰაკობიანმაც, რომლის თქმით, ბაქომ რუსეთის სასაზღვრო რაზმი მოითხოვა.

ოფიციალურმა მოსკოვმა და ერევანმა განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს დაახლოებით ათი დღის წინ მოსკოვში ვიცე-პრემიერების – ოვერჩუკის, გრიგორიანის და მუსტაფაევის შეხვედრის შემდეგ. რუსეთის მთავრობის განცხადებით, მხარეებმა დააახლოვეს მიდგომები სასაზღვრო, საგზაო და საბაჟო, სხვა სახის სასაზღვრო კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით. იმავდროულად, სომხეთის მთავრობის განცხადებით, მხარეებმა დააზუსტეს მიდგომები. რა არის ეს მიდგომები, ჯერ ოფიციალურად არ არის ნახსენები.

ნახეთ მეტი
Back to top button