პოლიტიკა

შენობაზე “Z” სიმბოლოს დახატვის გამო ბაქოში მოქალაქე დააკავეს

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ბაქოს პოლიციამ დააკავა ბაქოში მცხოვრები 67 წლის ალექსანდრ საპრიკინი, რომელმაც, პოლიციის მტკიცებით, 13 ივნისს “იჩერიშეხერის”  ისტორიულ შენობაზე, უკრინაში რუსეთის “სამხედრო ოპერაციის” მხარდამჭერი სიმბოლო Z დახატა.

აზერბაიჯანული მედიის Minval.Az-ის ცნობით, ბრალდებულს ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი “სამხედრო ოპერაციის” მხარდასაჭერად სიმბოლო Z  იყენებს.  Z-მ სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის გამოხატულებად იქცა, რის გამოც მათი გამოყენება ბევრ ქვეყანაშია აკრძალული.

ნახეთ მეტი
Back to top button