პოლიტიკა

ჩატარდა  მიღება-კონცერტი სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით

სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წ. 2010 წლის 13 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა მიღება-კონცერტი  სომხეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის შესრულებით. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს საქართვწლოში სომხეთის საელჩო.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის, სხვა სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სომეხ-ქართველი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრები და სხვა სტუმრები.

ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით სტუმრებს სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button