მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით სიუნიქში იმყოფება

14 ივნისს სიუნიქის გუბერნატორმა რობერტ ღუკასიანმა მიიღო სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი, ევროკომისიის გუნდის ხელმძღვანელი ბელა ნესტოროვა, ევროკავშირის დელეგაცია და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ახალკაცი და ბანკის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ინციატივის “გუნდი ევროპა” პროგრამა  “Resilience Syunik” პროგრამის მიერ რეგიონისთვის მინიჭებული გრანტის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე, მის კომპონენტებზე და ამ კონტექსტში რეგიონულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. განიხილეს ინვესტიციების ცალკეული სფეროები: განათლება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ეკოლოგია და ენერგოეფექტურობა, არცახიდან დევნილთა პრობლემების გადაჭრა და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button