ერევანში გაიმართება საერთაშორისო ტექნოლოგიური სამიტი „SILICON MOUNTAINS – 2022“

17 ივნისს ერევანში ციფრული ტრანსფორმაციისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტექნოლოგიური სამიტი „SILICON MOUNTAINS – 2022“ დაიწყება.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამსაქმებელთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ედუარდ მუსაელიანმა, ღონისძიების მიზანია წარმოუჩინოს სომხეთი მსოფლიოს, როგორც ქვეყანა, სადაც შესაძლებელია დახვეწილი ტექნოლოგიების დაპროექტება და ექსპორტი. მუსაელიანმა შეახსენა, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა ამ გზით წავიდა და მიდის.
ედუარდ მუსაელიანის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში სომეხი ოფიციალური პირები, დარგის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები, უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები განიხილავენ ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს, ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებას სხვადასხვა სფეროში, წარმოადგენენ თავიანთ იდეებს.
„სამიტის თემები იქნება ციფრული ტრანსფორმაცია, ფინტექ და კიბერუსაფრთხოება. პანელ დისკუსიებში 15-ზე მეტი მომხსენებელი მიიღებს მონაწილეობას, სამიტზე 50-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი. ახლა ჩვენ ვფიქრობთ შესაძლებლობების გაფართოებაზე და მეტი ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდაზე. სამიტის ფარგლებში შესაძლებელია ახალი შეთანხმებების გაფორმება“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ სამიტის საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო NEWS.am.