მთავარიპოლიტიკა

ერევანში კუხო-ს  უშიშროების საბჭოს მდივნების სხდომა გაიმართება

17 ივნისს ერევანში გაიმართება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელსაც უხელმძღვანელებს სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, კუხო-ს უს  მდივნების კომიტეტის თავმჯდომარე არმენ გრიგორიანი.

უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის სხდომაზე, ვიწრო და  გაფართოებულ ფორმატში, განხილული იქნება კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონაში არსებული სიტუაციის, უსაფრთხოების გამოწვევების და კუხო-ს წევრი ქვეყნების საფრთხეების განეიტრალებისაკენ მიმართული ღონისძიებების საკითხი.

სხდომის დასასრულს განცხადებას გააკეთებენ კუხო-ს  უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის თავმჯდომარე და კუხო-ს  გენერალური მდივანი.

ნახეთ მეტი
Back to top button