ლაშა დარსალიამ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა რეგიონისთვის სამაგალითო გახდება
სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2022 წლის 13 ივნისს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში გაიმართა მიღება და კონცერტი სომხეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისმონაწილეობით.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ღონისძიებაზე მიწვეულნი იქნენ საქართველოს მთავრობის, სხვა სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სომხურ-ქართული საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრები და სხვა.
ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით სტუმრებს სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
მიულოცა დამსწრეებს სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავი, ელჩმა რუბენ სადოიანმა ისაუბრა იმ ღირებულებებსა და საერთო კავშირებზე, რომლებიც აერთიანებს ორ ხალხს საუკუნეების მანძილზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ახალ ელფერს იძენს, აღირიცხა ახალი დინამიკა, ახალი განწყობა და ახალი პერსპექტივები.
თავის მხრივ, მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა უმაღლეს დონეზე ორმხრივი ვიზიტების სიხშირეს, რაც ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ ნდობას, მეგობრობასა და მტკიცე დღის წესრიგს და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითო გახდება რეგიონისთვის.