კულტურა

“ოქროს გარგარი” წელს გაიხსნება მაიკლ გიურჯიანის ფილმით “ამერიკელი”

ერევნის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ მაიკლ გიურჯიანის  ფილმით „ამერიკელი“ დაიწყება. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 10 ივლისს „არამ ხაჩატრიანის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, 2022 წელს „ეს საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოებას წარუდგენს საკონკურსო ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ფილმებს ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალებიდან.

“ამერიკელი” არის 2022 წლის სომხეთ/აშშ-ის ერთობლივი ფილმი. პროდიუსერები არიან არმან ნშანიანი, პატრიკ მალხასიანი, სოლ ტრეიონი. სცენარის ავტორია მაიკლ გიურჯიანი, ოპერატორი გასემ ებრაჰიმიანი, მუსიკა დაწერა ანდრანიკ ბერბერიანმა.

მონტაჟი შეასრულეს მაიკ სოლემმა, მაიკლ გიურჯიანმა.

როლებში: მაიკლ გიურჯიანი, ჰოვიკ კეუჩკერიანი, ნელი უვაროვა, მიხაილ ტრუხინი.

ფილმი სომხეთის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა გადაღებული.

ფილმის მთავარი გმირი პატარა ჩარლი გახლავთ, რომელიც გაიქცა და ბეწვზე გადაურჩა სომხების გენოციდს აშშ-ში მიმავალ სატვირთო მანქანაში დამალვით. თუმცა, მის ოჯახს არ გაუმართლა. მიუხედავად ტრაგიკული ბავშვობისა, ჩარლი მოზრდილიც, ბავშვივით  აღფრთოვანებული იყო სამყაროთი. როგორც ბევრი ლტოლვილი ობოლი, ჩარლის დიდ გულში უფსკრული ჩამოყალიბდა…

ფილმში სიუჟეტი 1947 წელს იწყება, როდესაც ჩარლი სომხეთში ბრუნდება, მას საბჭოთა კავშირის მკაცრი რეალობა ხვდება. სომხეთის სული რკინის ფარდის ქვეშ იხრჩობა. ჩარლი ადგილზე დააკავეს და ჰალსტუხის შეკვრის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს. იმისთვის, რომ ჩარლმა თავისი „გეოპოლიტიკური“ სულისკვეთებით არ იმოქმედოს სხვა პატიმრებზე, ის სამარტოო საკანში გადაჰყავთ. როდესაც ჩარლი თავის მძიმე მდგომარეობას ემორჩილება, ის აღმოაჩენს, რომ მიწისძვრამ დააზიანა ციხის კედელი მისი საკნის ფანჯრის წინ.

მაიკლ გიურჯიანი არის სომხური წარმოშობის მწერალი, რეჟისორი, მსახიობი, დაიბადა და გაიზარდა სან-ფრანცისკოს ყურეში. სატელევიზიო ფილმში “დავითის დედა” შესრულებული როლისთვის მან მიიღო ,,ემის“ ჯილდო. ასევე ცნობილია ,,ოქროს გლობუს“-ის მფლობელი სერიალით “ჩვენ ხუთნი ვართ”, ასევე საკულტო ფილმში “პანკი სოლტ ლეიკ სიტიდან” შესრულებული როლებით. სულ ახლახან, მან ითამაშა რობერტ დე ნიროსთან ერთად HBO-ს ფილმში ,,დიდი მატყუარა“. მისი ფილმების სიაში შედის “ჩაპლინი” რობერტ დაუნი უმცროსის მონაწილეობით, “მარადიული ახალგაზრდა” მელ გიბსონის მონაწილეობით, “ლას ვეგასის დატოვება”, “ძლიერი წვიმა” მორგან ფრიმანის მონაწილეობით, “განადგურებული” ჰეზერ გრეჰემის მონაწილეობით, ,,უძლეველები”. “ლუციფერი”, “ფარული ნამუშევრები”, “მომატყუე”, “სახლი”, “ჯაშუში”, “ბერი”, “დანაშაულის ადგილი”, “უკვალოდ” და სხვა ფილმები. მის ფილმში “ილუზია” ლეგენდარული კირკ დუგლასი თამაშობს.

ერევნის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ,,ოქროს გარგარი“ წელს 10-17 ივლისს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button