პროგნოზი: სომხეთისთვის რუსული იარაღის მიწოდება გაგრძელდება

ასეა თუ ისე, სომხეთისთვის რუსული იარაღის მიწოდება გაგრძელდება. ასეთი მოსაზრება „არმინფოსთან“ სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა გამოთქვა.
“რუსეთისთვის სომხეთს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე. და უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში თურქეთის გაძლიერებასთან ერთად იზრდება სომხეთის მნიშვნელობაც და როლიც. უფრო მეტიც, სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო ზეწოლის საშუალებას იძლევა თურქეთის მიმართ რუსეთ-სომხეთის კვანძზე, რაც ერევანს ანიჭებს ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი მოკავშირის სტატუსს მოსკოვის თვალში”, – განაცხადა ექსპერტმა
რუსული იარაღის მიწოდების მოსალოდნელ სირთულეებს შორის პუხოვმა გამოყო დასავლური კამპანია რუსეთის დაბლოკვისა და მრავალი საერთაშორისო განზომილებიდან გამოსვლისკენ. მისივე თქმით, ეს აუცილებლად აისახება მოსკოვის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე პარტნიორებთან, რის შედეგადაც დასავლეთი საბოლოოდ შეძლებს რუსეთის გაყვანას იარაღის ზოგიერთი ბაზრიდან. შედეგად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვეღარ შეძლებს წელიწადში 15 მილიარდ დოლარის მოგების მიღებას.
„და, რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩვენი სპეცოპერაციის გაჭიანურება ქმნის დამატებით სირთულეებს მოკავშირეებისთვის რუსული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ გვაქვს ხალხისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი, რომელიც უნდა ავანაზღაუროთ. ცხადია, რომ ეს ფაქტორი ასევე უარყოფითად აისახება ჩვენი საზღვარგარეთელი მოკავშირეებისათვის იარაღის მიწოდების სფეროზე, ვადები და ფასები გაიზრდება“, – პროგნოზირებს ექსპერტი.
თუმცა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სომხეთის როლი და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რუსეთისთვის, პუხოვის აზრით, მოსკოვს სხვა ალტერნატივას არ უტოვებს და მან უნდა გააგრძელოს ერევნისთვის სამხედრო-სამრეწველო პროდუქციის მიწოდება. ამ კუთხით, მიუხედავად ყველა ობიექტური სირთულისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებისათვის საჭირო იარაღის მიწოდება გაგრძელდება. მათ შორის საკუთარი მოთხოვნილებების უკანა პლანზე გადაწევის ხარჯზეც.