მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას  გადაწყვეტილი აქვს განავითაროს და გააღრმაოს ურთიერთობა

ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის სპიკერის მოჰამად ბაგერ ღალიბაფის მიწვევით, სომხეთის ეროვნული ასაბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება. ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს 15 ივნისს შეხვდა.

სომხეთის ეროვნული ასაბლეის თავმჯდომარემ  შეხვედრისა და გაცნობისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და დასძინა, რომ ორმხრივი ვიზიტები იქნება უწყვეტი.  მან თავისი კოლეგა ვიზიტით ერევანში მიიწვია.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა  ორი ქვეყნის პარლამენტების მეთაურების პრესკონფერენცია.

ნახეთ მეტი
Back to top button