საზოგადოება

5-10 სექტემბერს სომხეთში საერთაშორისო ფესტივალი Starmus VI გაიმართება

5-10 სექტემბერს სომხეთში გაიმართება მარსზე Mars 3-ის პირველი დაშვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფესტივალი ,,Starmus VI”, სახელწოდებით  «STARMUS VI. 50 წელი მარსზე”.

“STARMUS-VI”-ის ფარგლებში სომხეთს ეწვევა მსოფლიოში ცნობილი 50-მდე მეცნიერი, ინჟინერი, ასტრონავტი, მუსიკისა და ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, მუსიკისა და ხელოვნების ვარსკვლავები, ტექნოლოგიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები”.

სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს კონგრესებისა და კონფერენციების სერიას, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, სამეცნიერო ბანაკებს, რომლებიც ერევანსა და რეგიონებში უნიკალური სახით წარუდგენენ საზოგადოებას მეცნიერებას, ხელოვნებას და მუსიკას.

სტარმუსის საერთაშორისო ფესტივალი აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას და ტექნოლოგიას, რათა შთააგონოს და აღზარდოს მეცნიერთა ახალი თაობა, ხელი შეუწყოს რაიმე ახლის აღმოჩენას.

ნახეთ მეტი
Back to top button