მთავარიპოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო აზერბაიჯანის სწრაფვა სომხეთის სუვერენული ტერიტორიისკენ (ვიდეო)

16 ივნისს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მარგარეტა სიდერფელტის ხელმძღვანელობით.

მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა ეუთოს, როგორც უსაფრთხოების უმსხვილეს რეგიონულ ორგანიზაციას, დიდი მიშვნელობა მიანიჭა  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა, როგორც საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისთვის ეუთოს პასუხისმგებლობის ზონაში ყოვლისმომცველი, განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მარგარეტა სიდერფელტი შეთანხმდნენ, რომ დელეგაციის ვიზიტი იყო კარგი საშუალება  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოსაკვეთად.

შეხვედრაზე სომხურმა მხარემ წარმოადგინა პოზიციები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის განხორციელებული სამუშაოები.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად აზერბაიჯანის მტკიცებისა, რომ მთიანი ყარაბაღი აღარ არსებობს, რომ არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, საერთაშორისო თანამეგობრობას შორის არის საერთო კონსენსუსი, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება.

არარატ მირზოიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი გადაწყვეტა საერთაშორისო თანამეგობრობის, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის, ერთადერთი საშუამავლო  მანდატის, ფარგლებში.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის ხელისუფლების მუდმივი ანტისომხური და მეომარი რიტორიკის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებების გამო. მან დაგმო აზერბაიჯანის სწრაფვა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ, რაც სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის განცხადებების გულწრფელობას რეგიონში მშვიდობის მიღწევის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამოსაუბრეების ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევით, აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, ასევე სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების მიზანმიმართულ პოლიტიკას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.  ამ კონტექსტში, გასათვალისწინებელია საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები,  ამ გადაუდებელი საკითხების სრულად გადასაჭრელად.

ნახეთ მეტი
Back to top button