მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარება გააცნო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია  პრეზიდენტის მარგარეტა სიდერფელტის ხელმძღვანელობით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მჭიდრო თანამშრომლობას და მუდმივ დიალოგს სომხეთის პარლამენტსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის. ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვან როლს მათ ეფექტურ განხორციელებაში. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთის მთავრობის პრიორიტეტებში კვლავაც იქნება დემოკრატიული პრინციპებისა და ინსტიტუტების განვითარება და გაძლიერება.

მარგარეტა ზიდერფელტმა მაღალი შეფასება მისცა სრ  საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობას, აღნიშნა ამ უკანასკნელის აქტიური ქმედებები ასამბლეაში. ის მიესალმა სომხეთის რესპუბლიკის დემოკრატიულ რეფორმებს და მაღალი შეფასება მისცა 2021 წ. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნით, პრემიერმა ისაუბრა სომხეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე და მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური რეაგირების აუცილებლობას პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებზე, აგრეთვე აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისაკენ მიმართულ ნაბიჯებს,  რომლებიც ძირს უთხრიან  რეგიონულ სტაბილურობას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button