მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მოწოდებულია გააგრძელოს დემოკრატიული გზა:  პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეჩინოვიჩ ბურიჩი და მისი დელეგაცია.

მიესალმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, სომხეთი მოწოდებულია გააგრძელოს დემოკრატიული გზა, გააძლიეროს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში,  განავითაროს  დემოკრატია და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა. ნიკოლ ფაშინიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მუშაობა დადებითად შეაფასა, შეეხო აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნების საკითხ, რის მიმართულებითაც სომხეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს აუეს-თან პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ევროპის საბჭოს მხარდაჭერისთვის საკითხის გადაწყვეტაში და პირადად მადლობა მოახსენა  გენერალურ მდივანს, იმასთან დაკავშირებით, რომ ის არაერთხელ შეეხო ამ საკითხს.  

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭო აფასებს სომხეთთან თანამშრომლობას და მისი ვიზიტის მიზანია ამ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება. ის მიესალმა სომხეთის რესპუბლიკის დემოკრატიულ რეფორმებს, რომლის მიმართულებითაც სომხეთი თვალსაჩინო პროგრესს აფიქსირებს და მაღალი შეფასება მისცა 2021 წ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იყო თავისუფალი და კონკურენტული.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი და გამოწვევები. პრემიერმა ილაპარაკა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების აუცილებლობაზე და გენერალურმა მდივანმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს პროცესს ევროპის საბჭოს საკონსულტაციით, გამოცდილებით და ცოდნით. ასევე შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის საკითხს. განიხილეს სრ-ეკ  2019-2022 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხი.

მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე დიალოგის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკის პოზიციები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის შესახებ, ილაპარაკა სასაზღვრო უსაფრთხოების კომისიის საქმიანობაზე, სამშვიდობო დღის წესრიგზე და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საერთაშორისო პარტნიორების მიზანმიმართულ  პასუხს პროვოკაციული განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას.

ნახეთ მეტი
Back to top button