საზოგადოება

სომხეთში ტექნოლოგიური ბუმის წინაპირობები შეიქმნა. Krisp

სომხეთში ტექნოლოგიური ბუმის წინაპირობები შეიქმნა. ამის შესახებ Krisp-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბაღდასარიანმა 15 ივნისს, ერევანში გამართულ კონფერენციაზე “მეცნიერებისა და ბიზნესის დღეები – 2022” განაცხადა.

მან განმარტა, რომ ასეთ პროგნოზებს უცხოელებიც აკეთებენ. მისი თქმით, სომხეთს 10 წელიწადში დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია. „ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. კომპანია „კრისპმა“ მიაღწია წარმატებას, რადგან ქმნის მოთხოვნად, სამეცნიერო პროდუქტს. აუცილებელია ცალკეული კომპანიების წარმატების რეცეპტის გააზრება და მათი სახელმწიფო პოლიტიკის აგებისას გათვალისწინება. ხალხი ხედავს შესაძლებლობებს საზღვარგარეთ და ჩამოდის სომხეთში, ხოლო ვინც ახლა აქ არ არის, უკვე კარგავს შესაძლებლობებს“, – დაარწმუნა ბაღდასარიანმა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ დღეს სომხეთისთვის შეიქმნა ისტორიული შესაძლებლობა. „დიდი ხნის განმავლობაში არ იყო შესაძლებლობა შეგვექმნა ხარისხით კონკურენტუნარიანი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება კადრების ნაკადის გამო“, – დასძინა კომპანია „კრისპის“ ხელმძღვანელმა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთში ნიჭიერი ადამიანების ნაკადი არ არის საკმარისი ბუმის უზრუნველსაყოფად. მეცნიერებაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

ბაღდასარიანმა ასევე აღნიშნა ვენჩურული ფონდების შექმნის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკოსისტემის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია მუშაობა მოთხოვნად მეცნიერთა რაოდენობის გაზრდაზე. სომხეთს ჰქონდა ძალიან სერიოზული სამეცნიერო პოტენციალი სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მაგრამ 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო მეცნიერებას არ სთავაზობდა ამოცანებს, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა. აუცილებელია პრიორიტეტების დადგენა და პროექტების დაფინანსების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა მან.

ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელმა სტარტაპების განვითარებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „8 თვეში ინვესტიცია განხორციელდა 8 კომპანიაში, რომელთაგან 7 სომხეთში დაარსდა. ზოგადად ვგეგმავთ ინვესტიციების განხორციელებას 25 კომპანიაში“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button