საზოგადოება

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სია გამოაქვეყნა. რომელ ადგილზეა კიმ კარდაშიანი?

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს.

საუკეთესო ათეულს ოპრა უინფრი ხსნის. 68 წლის ტელეწამყვანმა კარიერის განმავლობაში 2,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. სომხური ფესვების მქონე ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი 1,8 მილიარდი დოლარით მე-16 ადგილზეა. შოუბიზნესის პარტნიორს ცოტათი ჩამორჩება მომღერალი რიანა. მომღერალი 1,4 მილიარდი დოლარით 21-ე ადგილზეა.

24 წლის კაილი ჯენერი 41-ე ადგილზეა 600 მილიონი დოლარით, მაგრამ კაილი მაინც აჭარბებს ბევრ ცნობილ ადამიანს, როგორიცაა მადონა და ტეილორ სვიფტი, რომლებიც შესაბამისად 47-ე და 48-ე ადგილზე არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button