საზოგადოება

Orion Summit 2022-ი  განიხილავს ტექნოლოგიური სამყაროს ყველაზე აქტუალურ თემებს

Orion Summit 2022-ის  ტექნოლოგიური სამიტის ავტორიტეტული საერთაშორისო და სომხური მომხსენებლები  განიხილავენ სტარტაპ ეკოსისტემის ყველაზე აქტუალურ თემებს. როგორც “არმპრესი” იტყობინება, Orion Summit 2022-ი  22 ივნისს ერევანში, მატენადარანში გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიების, ფინანსების, ბიზნესის და სხვა სფეროებში საერთაშორისოდ აღიარებული დამფუძნებლები, ინვესტორები, კონსულტანტები და სპეციალისტები.

სამიტის გამომსვლელებს ასევე შეუერთდა Google Cloud-ის წამყვანი პარტნიორი, გლობალური ბიზნესისა და ტექნოლოგიური სერვისების პროვაიდერის SADA-ს მთავარი ფინანსური დირექტორი ლუსინე იეღიაზარიანი. ლუსინე იეღიაზარიანი ისაუბრებს პანელის დისკუსიაზე „მონაპოვარის და შერწყმის ზრდა (M&A), როგორც ეკოსისტემის დაჩქარების მექანიზმი“. SADA, რომლის  სათაო ოფისი მდებარეობს ლოს-ანჯელესში,  ოფისები აქვს  კანადაში, ინდოეთსა და სომხეთში, 5 წელია ზედიზედ დასახელდა Google Cloud-ის წლის პარტნიორად და გარდა ამისა შესულია შეერთებულ შტატებში 50 ყველაზე სწრაფად მზარდი კერძო კომპანიის 2022 წლის სიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button