პოლიტიკა

დასავლეთის დედაქალაქები ფიქრობენ: “თურქეთი ნატოს იმაზე მეტ უსიამოვნებას აყენებს, ვიდრე ღირს”

გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა დაბლოკა ნატოს გაფართოება და გააფრთხილა სირიაში აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი  ქურთი ბოევიკების წინააღმდეგ ახალი დარბევის შესახებ (მაგრამ ქმპ-ს წარმოშობაში უმეტესწილად  ბრალი თურქეთს მიუძღვის, რომელმაც უარი თქვა თურქ ქურთებს მიენიჭოს ის უფლებები, რასაც ისინი  იმსახურებენ. ისინი კი- მოითხოვენ, რომ ტერმინი „ტერორისტი“ ერდოღანმა ისევე ჩამოაფასოს, როგორც თურქული ლირა).  

დასავლეთის დედაქალაქებშიც უკმაყოფილებაა, იმის გამო, რომ თურქეთი ემზადება რუსეთთან შესახვედრად. ბევრი იმედოვნებდა, რომ უკრაინის კონფლიქტი ერდოღანს გადააფიქრებინებდა რუსეთის პრეზიდენტთან რომანს. მაგრამ გაიმარჯვა ოპორტუნიზმმა. თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ღიად იწვევს რუსეთის კაპიტალს. ათობით რუსული კომპანია, მათ შორის „გაზპრომი“, გეგმავს შტაბ-ბინების თურქეთში გადატანას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოლლუმ ცოტა ხნის წინ დასავლეთს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება.

მაგრამ არც ერთი ზემოაღნიშნული არ ნიშნავს თურქეთის ნატოსთან ურთიერთობის დასრულებას. თურქეთის ნატოდან გასვლა ან გაძევება, ეს მხოლოდ ფანტაზიაა. თურქეთი სირიის ომის წინა ხაზზეა, ახლო აღმოსავლეთის სხვა კონფლიქტებთან ახლოს. ის აკონტროლებს წვდომას შავ ზღვაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ყველა ბოლო ომის დროს. ის ასევე წარმოადგენს დერეფანს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. მე არც კი მინდა ვიფიქრო ნატოზე თურქეთის გარეშე“, – ამბობდა  ბენ ჰოჯსი, ევროპაში აშშ-ს ძალების ყოფილი მეთაური.

თურქეთი ასევე არ არის დაინტერესებული ნატოში გაწევრიანების შემაკავებელ ფაქტორებზე უარის თქმით, რადგანაც არ არსებობს სანდო ალტერნატივა. ამიტომ, თურქეთი ალიანსისთვის თავის ტკივილად დარჩება, მაშინაც კი, თუნდაც თავად ერდოღანი გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან. მაგრამ ეს არის თავის ტკივილი, რომელთანაც ნატოს მოუწევს შეგუება.

ნახეთ მეტი
Back to top button