პოლიტიკა

თბილისი სიმართლის გამხელით იმუქრება. გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”

გაზეთი სომხეთის რესპუბლიკა“ წერს: „საქართველომ შეიძლება არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი კი  ყველაფერში დადებითად გადაწყდა. ევროკომისია ძირითადად მხარს უჭერს მოლდოვასაც. ამას მწვავედ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება და პირობა დადო, რომ “უსამართლო გადაწყვეტილების” შემთხვევაში მომხდარის შესახებ სრულ სიმართლეს გამოაქვეყნებს.

თბილისისთვის ცუდი ამბავი ამერიკულ პერიოდულ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ უკრაინასთან პრობლემა მოგვარებულია, მოლდოვას ჰყავს ძლიერი პროევროპული მთავრობა, ხოლო საქართველო განიცდის პოლიტიკურ არეულობას და „შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“. სავარაუდოდ, კიევს მოეწონა ეს ამბავი. ამ დღეებში, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ, რომელიც პასუხისმგებელია ევროინტეგრაციაზე, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები შესაძლოა ერთ პაკეტში მოხვდეს. მისი აზრით, ამან შეიძლება გაართულოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რადგან ეს ქვეყანა „შესამჩნევად უსწრებს დანარჩენ ორს“. თბილისში კი სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თუ ვინმემ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს საქართველოა. და მხოლოდ ამის შემდეგ უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ ვითხოვთ სტატუსს, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიისთვის 30 წლიანი ბრძოლის შემდეგ“. ამასთან, ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ სტატუსს ომი განსაზღვრავს, „ჩვენ არ გვინდა ომი“. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს, რომ თუ საქართველოს კანდიდატურის სტატუსზე უარი ეთქვა, თბილისი მზად არის პროცესის შესახებ თქვას მთელი სიმართლე. „გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობდა ღარიბაშვილი, მაგრამ გაფრთხილება საკმაოდ ავისმომასწავებლად ჟღერს“.

ნახეთ მეტი
Back to top button