კულტურამთავარი

“მის დსთ 2022” კონკურსის გამარჯვებული და ხელის თხოვნა  სცენაზე

ერევანში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის დსთ 2022“ გაიმართა, რომლის გამარჯვებული ყაზახელი  დიანა პირტანოვა გახდა.

„ახლა უბრალოდ შოკში ვარ. გმადლობთ ასეთი მიღებისთვის“, – განაცხადა ლამაზმანმა. მას გვირგვინი, თვითონ  კონკურსის დამფუძნებელმა  ნაირი მნაცაკანიანმა   გადასცა.   პირველ ვიცე-მისად აღიარებული იქნა  ემი მხითარიანი საქართველოდან. ემი საქართველოში მცხოვრები სომეხია. მეორე ვიცე-მისად ესტონელი კარინა ნიზინკაია აღიარეს. მე-3 ვიცე მისად ბელორუსიელი ეკატერინა ფშენტჟანი აღიარეს. კონკურსში ორი სომეხი ქალი მონაწილეობდა: ვივიანა ასატური და სედა სარგსიანი.

ამ უკანასკნელს შეყვარებულმა ხელი სწორედ სცენაზე სთხოვა.  მეორე სომეხმა ვივიანამ „მის შარმის“ ტიტული მიიღო. კონკურსის ფარგლებში სომხეთში ჩავიდნენ დარგის ექსპერტები, სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან. შეგახსენებთ, რომ წელს კონკურსში 15 ქვეყნიდან 23 გოგონა მონაწილეობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button