კულტურა

„ოქროს გარგარი“:  მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 100-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები

ერევნის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“  წელს 10-17 ივლისს გაიმართება. წელს საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოების წინაშე წარადგენს საკონკურსო ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალების ფილმებს.

ფესტივალის წინ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორთა  ჯგუფმა წარმოადგინა ფესტივალის ჟიურის შემადგენლობა, გახსნისა და დახურვის ფილმები, საპატიო სტუმრები და ფესტივალის სხვა დეტალები.

კერძოდ, ფესტივალის ფარგლებში 100-მდე ფილმის ჩვენება მოხდება სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში. პროგრამა  „ერევნის პრემიერების“ ფარგლებში სომეხი მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება ფილმები კანის, ბერლინისა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებიდან.

Press conference dedicated to the 19th Golden Apricot International Film Festival at Grand Hotel Yerevan

ფესტივალს სამი საკონკურსო პროგრამა ექნება.

ირლანდიელი ოსკაროსანი სცენარისტი, რეჟისორი ტერი ჯორჯია ერევნის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს გარგარის ჟიურის თავმჯდომარეა.ის ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო სცენარისთვის. 2012 წელს მან მიიღო ოსკარი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მისი ცნობილი ნამუშევრებია „სასტუმრო რუანდა“, „მოკრივე“, „მამის სახელით“, „შფოთვა“. ტერი ჯორჯის გარდა, სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურში შედიან ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის (IDFA) რეჟისორი ორვა ნირაბია, ოპერატორი, კანის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი ვლადისლავ ოპელიანცი, ესპანელი რეჟისორი, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი. ფილმის  „როცა ქარი ჩადგება“ კინორეჟისორი ნორა მარტიროსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button