
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ „არმენპრესს“აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან. ნიკოლ ფაშინიანის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დილიჯანში გაიმართა. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ინტენსიური კონტაქტები მოწმობს სომხურ-ქართული ურთიერთობების დინამიურ განვითარებას და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგში არსებული საკითხები და სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები. მათ მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ სიტუაციასა და განვითარებულ მოვლენებზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მეგობრული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა და შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური დიალოგი.