მთავარიპოლიტიკა

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში ვითარება იყოს სტაბილური და განვითარება იყოს  გარანტირებული

სამუშაო ვიზიტით პეტერბურგში მყოფი სრ პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სრ პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა: „დიდად მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით და გაცნობით.. ვიმედოვნებ, რომ არ ნანობთ, რომ ჩამოხვედით და მონაწილეობთ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში. 25 წელია, რაც ამ ღონისძიებას ვატარებთ, ყოველ შემთხვევაში, ეს გახდა სახელმძღვანელო ჩვენი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის. მე ასევე იმედი მაქვს ჩვენი პარტნიორების. სომხეთი არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორია, ის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც დღეს სომხეთში, სომხეთის ირგვლივ ხდება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა იყოს სტაბილური და გვქონდეს განვითარების გარანტია. იმედიმაქვს, ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამას შეუწყობს ხელს. ასე რომ, მიხარია თქვენი ნახვა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.

 სრ პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა განსაკუთრებით აღნიშნა. დიდი ხნის წინ ვიყავი პეტერბურგში. საბჭოთა კავშირის წლებში ბევრს ვსტუმრობდი, ეს იყო 1980 წლიდან 1992 წლამდე. ეს არის შესაძლებლობა ვნახოთ, როგორ შეიცვალა ქალაქი და შემიძლია შეფასება მივცე, როგორც ერევნის ყოფილმა მერმა და აღვნიშნო, რომ ქალაქი მართლაც ძალიან კარგად გამოიყურება, ასე სუფთად, ასე ლამაზად.

რაც შეეხება პეტერბურგის კონფერენციას, პირველად ვესწრები, მაგრამ როგორც ეკონომისტი ყოველთვის ვადევნებდი თვალს და მაღალ შეფასებას ვანიჭებ, რადგან ეკონომიკის კუთხით ძალიან საინტერესო დისკუსიებია. ადლობა მოწვევისთვის.

სომეხი ხალხი აფასებს თქვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისკენ. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი ძალისხმევა ომის დასასრულებლად დასაფასებელია არა მხოლოდ პირადად ჩემს მხრივ, არამედ ისიც ვიცი, რომ სომხეთის მოსახლეობაც ამას აფასებს. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ომი შეჩერებულიყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიღწეული შეთანხმებების დაცვა.

ზედმეტად მიმაჩნია ჩვენი ისტორიული მეგობრობის ხსენება, რადგან როცა ურთიერთობა ძმურია, არ არის საჭირო იმის თქმა, რომ კარგი ძმა ხარ ან ცუდი ძმა. ძმური ურთიერთობები ასეთია, არსი და ფილოსოფია ასეთია, ეს არის ყველაფერი, ეს არის ნდობა, ეს არის გულწრფელობა, ეს არის ერთობლივი გეგმები და ერთობლივი ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც ინდივიდის პოზიცია, როგორც პრეზიდენტის მიდგომა, რა თქმა უნდა, მეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში განვითარდება. ჩვენ ამას მხარი უნდა დავუჭიროთ.” შეხვედრაზე შეეხნენ სომხურრუსული დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს.

ნახეთ მეტი
Back to top button