ყველაზე მდიდარი სომხები Forbes-ის მიხედვით

ამერიკული ფინანსური და ეკონომიკური ჟურნალი „Forbes“ ყოველწლიურად აქვეყნებს მილიარდერთა სიას. 2022 წლის სიას Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მასკი ხელმძღვანელობს, რომლის ქონება 219 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სიაში ასევე მოხვდნენ სომეხი მილიარდერები.
2020 წელს მილიარდერთა სიაში მხოლოდ 3 სომეხი იყო. 2021 წელს მათი რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. წელს Forbes-ის მილიარდერების სიაში 6 სომეხია.
ერთ-ერთი მათგანია სერგეი გალიცკი (ჰარუთიუნიანი), სავაჭრო ქსელის Magnit-ის ყოფილი მფლობელი, რომელიც სიაში 951-ე ადგილს იკავებს 3,2 მილიარდი დოლარის ქონებით. 2021 წელს მისი ქონება 3,5 მილიარდი დოლარი იყო.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ონლაინ გაცნობის სერვისის Badoo-ს, ასევე SpyLOG, Begun და Mamba ინტერნეტ პროგრამების შემქმნელის რუსეთელი სომეხის ანდრეი ანდრეევის (ანდრეი ჰენრიხის ძე ოჰანჯანიანის) ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ” Forbes”-ის სიაში 1513-ე ადგილს იკავებს. 2021 წელს მისი ქონება 1,9 მილიარდი დოლარი იყო.
სიაში 1645-ე ადგილზეა კიმ კარდაშიანი თავისი 1,8 მილიარდი აშშ დოლარით. მისი ქონება 2021 წელს 1 მილიარდ დოლარად შეფასდა.
ბიზნესმენს, Flagship Ventures-ის პარტნიორს ნუბარ აფეიანს 1,7 მილიარდი დოლარის ქონება აქვს. ის სიაში1729-ე ადგილზეა. 2021 წელს მისი ქონება 1,9 მილიარდი დოლარი იყო.
Forbes-ის სიაში შემდეგი უმდიდრესი სომეხი ბიზნესმენი ედუარდო ერნეკიანია, რომლის ქონება 2022 წელს 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ის 1929-ე ადგილს იჭერს. 2021 წელს ერნეკიანის ქონება 1,3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
კომპანია „ტაშირის“ ჯგუფის მფლობელი სამველ კარაპეტიანი Forbes-ის სიაში 2448-ე ადგილზეა. მისი ქონება 1,1 მილიარდი დოლარია, ხოლო 2021 წელს სიაში 925-ე ადგილი ეკავა 3,3 მილიარდი დოლარის სიმდიდრით.