საზოგადოება

მასკის STarlink საქართველოსთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

,,მთავარი არხი” წერს, რომ SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის STarlink საქართველოსთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაიმართა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელზეც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს.

კომისიის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button