კულტურა

საერთაშორისო კინოფესტივალი ,,ოქროს გარგარი“ სპეციალური პროგრამით გააშუქებს 44-დღიან ომს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის მიერ გადაღებული 5 ფილმი

2022 წელს ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი ,,ოქროს გარგარი“ კინომაყურებელს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ სპეციალურ პროგრამას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ფილმები არცახის 44-დღიანი ომის შესახებ. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ აღნიშნა კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა კარენ ავეტისიანმა და დასძინა, რომ 44-დღიან ომზე ერთ-ერთი ფილმი ბერძნებმა გადაიღეს, მეორე – არგენტინელებმა, შემდეგი – ეგვიპტელებმა. თემასთან დაკავშირებული თითო ფილმი წარმოადგინეს რეჟისორებმა სომხეთიდან და არცახიდან. „ბრალდებები იმის შესახებ, რომ ფესტივალი იგნორირებას უკეთებს არცახს ან რაღაც ძალების გავლენით თავს არიდებს თემას, სულ მცირე, შიშველია, რადგან დამბრალებლებს ფესტივალის პროგრამაც კი არ უნახავთ, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. ნებისმიერი საფესტივალო შერჩევა გულისხმობს  ნებისმიერ თემაზე არჩეულ, და სამწუხაროდ, არ არჩეულ ფილმებს.

გამონაკლისი არც ,,ოქროს გარგარია“, ისევე როგორც ის, რომ ეს ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავისი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თემას. ეს არის ომის და ომის შემდგომი პერიოდი. მეტიც, მე-19 ,,ოქროს გარგარის“ დასკვნითი ფილმი სომხური დაბრუნებაა 44-დღიან ომზე“, – ხაზს უსვამს ავეტისიანი.

მანამდე ინტერნეტში გავრცელდა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო კინოფესტივალმა „ოქროს გარგარი“ უარყო დოკუმენტური ფილმი „სიცოცხლის სურვილი“, რომლის რეჟისორია მარიამ ავეტისიანი და პროდიუსერი პიტერ ფაჰლავანიანი. 2022 წლის საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს გარგარი 10-17 ივლისს გაიმართება. იგი უმასპინძლებს ცნობილ კინორეჟისორებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის ფარგლებში 100-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები.

ნახეთ მეტი
Back to top button