მთავარისაზოგადოება

სომხეთისა და საქართველოს რკინიგზები ავითარებს თანამშრომლობას

ივნისის შუა რიცხვებში თბილისს ეწვია სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ალექსეი მელნიკოვის ხელმძღვანელობით, სადაც შეხვდა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს კომპანიის დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ინტერესის არაერთი აქტუალური საკითხი. კერძოდ, ეს არის სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა და  საქართველოს რკინიგზის 2022 წლის 5 თვიანი თანამშრომლობის შედეგები, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო სარკინიგზო კომუნიკაციაში საკონტეინერო მატარებლის გაშვება, საერთაშორისო კომუნიკაციებში სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება. 2022 წელს ბილეთების გაყიდვის სისტემის განვითარება.

ივნისის შუა რიცხვებიდან სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ დაიწყო ზაფხულის სეზონური ტრანსპორტირების ორგანიზება საქართველოს ზღვისპირა კურორტზე ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტით.

ამის გარდა, დსს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით, 2022 წლის 1 ივლისიდან დიდი საკონტეინერო მატარებლის შემადგენლობაში დიდი ტევადობის კონტეინერის ფოთის, ბათუმისა და სამტრედიის სადგურებიდან სომხეთში ტრანსპორტირების შემთხვევაში დაწესდება საერთო სატრანზიტო ტარიფი.

ნახეთ მეტი
Back to top button