ეკონომიკამთავარი

მოსკოვის საფონდო ბირჟა 27 ივნისიდან სომხურ  დრამში ივაჭრებს

27 ივნისს მოსკოვის საფონდო ბირჟა სავალუტო ბაზარზე სომხური დრამით, უზბეკეთის სუმით და სამხრეთ აფრიკის რანდით  ვაჭრობას დაიწყებს, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„ახალი ვალუტები გააფართოვებს ბაზრის პროფესიონალი მონაწილეების, მათი კლიენტების – ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის უცხოური ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო შესაძლებლობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეტენდენტებს და მათ მომხმარებლებს ექნებათ წვდომა შემდეგ სავალიუტო წყვილებზე: სამხრეთ აფრიკის რანდი – რუსული რუბლი (ZAR / RUB), აშშ დოლარი – სამხრეთ აფრიკის რანდი (USD / ZAR), სომხური დრამი –  რუსული რუბლი (AMD / RUB), აშშ დოლარი – სომხური დრამი  (USD / AMD)  და  უზბეკური სუმი-რუსული რუბლი (UZS / RUB).

ბირჟა მოგვიანებით გამოაცხადებს ვაჭრობის დაწყებასშემდეგი წყვილებით:  არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰამი – რუსული რუბლი (AED/RUB) და აშშ დოლარი – აგს დირჰამით (USD/AED).

ნახეთ მეტი
Back to top button