მთავარისაერთაშორისო

ქართველი ეკონომისტი  –  საქართველო გარკვეულ სარგებელს იღებს გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჯარაიას თქმით, საქართველო არ აღმოჩნდება სასურსათო ან თუნდაც ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე, სანამ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას არ გადაწყვეტს. ამის შესახებ ეკონომისტმა ანალიტიკურ ცენტრ „ორბელთან“ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებსა და ახალ გამოწვევებზე.

მისი თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სანქციებშია ჩართული, მაგრამ საქართველო არ აქტიურობს  რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების საკითხში.

„დიპლომატიურ განზომილებას თუ გავითვალისწინებთ, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა საქართველომ უარი თქვას რუსეთის წინააღმდეგ ხმის მიცემაზე. ყოველ შემთხვევაში, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ. საერთაშორისო ფინანსური თვალსაზრისით, საქართველო მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საბანკო სისტემის სფეროში. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი, საქართველოში ომის დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დაიხურა. რუსული გადახდის ბარათები საქართველოში არ მიიღება, რადგან Visa და MasterCard-მა შეწყვიტა მუშაობა რუსი მომხმარებლებისთვის. საქართველო არ იძლევა რაიმე სახის ტრანზაქციას რუსული  გადახდის სისტემით „მირ“, – განაცხადა ეკონომისტმა.

ვახტანგ ჯარაიამ აღნიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, როგორიცაა სავაჭრო თუ ფინანსური ტრანსფერები, საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, არ უწესებს სანქციებს რუსეთს. მისი თქმით, ამით შემთხვევაში საქართველო მხოლოდ საკუთარ ეკონომიკას დააზარალებს.

„არსებობს სფეროები, სადაც საქართველოს შეუძლია ორმხრივი სანქციების დაწესება. საქართველო რუსეთიდან იღებს გაზის გარკვეულ რაოდენობას. ვფიქრობ, მას შეუძლია მარტივად თქვას “არა” რუსულ გაზზე”, – განაცხადა ვახტანგ ღარაიამ.

არსებულ ვითარებაში საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნად მოხსენიებისას, ეკონომისტმა აღნიშნა, რომ რუსული ეკონომიკის ტრანზიტის ერთ-ერთი ალტერნატივა მრავალი აზიური ბიზნესისთვის არის საქართველო.

„ამჟამად საქართველოს პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები გადაზიდვებს ახორციელებენ, უფრო მეტ  ტვირთს გადაზიდავს, ვიდრე ეპიდემიამდე ან ომამდე იყო. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო შეიძლება იყოს ის სფერო, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ  ევროპულ-აზიურ მოთამაშეებს.  ეს დამატებით უპირატესობას მისცემს ქართულ ბაზარს,  სტაბილურობას მოუტანს საქართველოს“, – დაასკვნა ვახტანგ ღარაიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button