საერთაშორისო

საქართველომ თავად გადაიხადა მნიშვნელოვანი ფასი მისი ევროპული მისწრაფებისთვის – ევროკავშირში საქართველოს ელჩი

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცახდა, რომ სახელმწიფო მზადაა იმუშავოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან კომისიის მოსაზრებაში გაწერილი მითითებების შესასრულებალად. ამის შესახებ წერს rustavi2.ge

“დიპლომატიური მსოფლიოს ინსტიტუტთან” ინტერვიუს დროს ელჩმა აღნიშნა რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის და საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვისაც, რადგან ეს მტკიცედ არის დაკავშირებული თითქმის ყველაფერთან, რასაც საქართველო აკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად.

“საქართველომ თავად გადაიხადა მნიშვნელოვანი ფასი მისი ევროპული მისწრაფებისთვის და ახლა დროა განვაცხადოთ, სად ვხედავთ ჩვენს მომავალს, განვაცხადოთ, რომ სანამ ევროკავშირის კონტინენტზე ირღვევა ღირებულებები, ჩვენ ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგული. უკრაინის ომის მასშტაბებმა შეცვალა გეოპოლიტიკური სტატუს კვო და აიძულა ყველა – პატარა და დიდი ქვეყნები ეჭვქვეშ დააყენონ თავიანთი საგარეო პოლიტიკური მოსაზრებები . ჩვენ მივმართეთ ევროკავშირში გაწევრიანებააზე, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ევროპული მომავალი არის სასწორზე და გადამწყვეტი ნაბიჯების დროა”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button