პოლიტიკა
აშშ-ის ელჩები სომხეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში შეხვდნენ აშშ-ს ელჩების კონფერენციაზე ვაშინგტონში
აშშ-ის ელჩები სომხეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში შეხვდნენ აშშ-ს ელჩების კონფერენციაზე ვაშინგტონში. ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდი იტყობინება. „ვაშინგტონში აშშ-ს ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ელჩებმა ტრეისიმ, დეგნანმა, ლიცენბერგერმა გაცვალეს მოსაზრებები აშშ-ს პოლიტიკაზე, პროგრამებზე და მათ კოორდინაციაზე სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. „მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი ერთგულება თანამშრომლობის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და რეგიონის ხალხებისთვის უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის ასაშენებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.