
ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან საბაჟო კონტროლის ზონის დამატებითი ტერიტორია გამოიყოფა. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი და ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აღნიშნულია, რომ რეგულაცია დადებითად აისახება საგუშაგოს გამტარუნარიანობის გაზრდის, მანქანების დაგროვების აღმოფხვრის კუთხით.
საქართველოში ამბობენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა უნდა გადადგას ნაბიჯები ზემო ლარსის საცობების აღმოსაფხვრელად.
დამატებითი ფართი გამოყოფილია „ზემო ლარსის“ საერთაშორისო საგზაო გამშვები პუნქტიდან 3-4 კმ-ის მანძილზე. სომხურ-რუსეთის ბოლო სამუშაო დისკუსიების შედეგად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის მთავრობამ.
რუსეთის მხრიდან გახსნილ ამ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება 250-მდე მანქანის საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, რაც დადებითად აისახება საგუშაგოს გამტარუნარიანობის გაზრდის, საცობების აღმოფხვრისა და ჯეროვანი მართვის კუთხით.
სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელ ქართულ სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, ასევე საქართველო-რუსეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების დაგროვება გრძელდება.
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ჯაგარეიშვილი ამბობს, რომ ოფიციალურმა თბილისმა უნდა გადადგას შესაბამისი ზომები ზემო ლარსისკენ მიმავალი გზის გასასუფთავებლად.
„ამჟამად არც ერთ ტვირთგამზიდველს არ სურს ნოძრაობა ომში მყოფი ქვეყნების გავლით, ისინი სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიით. მებაჟეები ამ ნაკადს ვერ აუდიან, რის გამოც ლარსში საცობები იქნება მანამ, სანამ სიტუაციის შემსუბუქებისათვის ნაბიჯები არ გადაიდგმება.
ხალხმრავლობის ერთ-ერთი მიზეზი ამ დღეებში რუსული საგუშაგოს ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. მოსალოდნელია, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი 6,4-ჯერ გაიზრდება, დღეში 2,5 ათასზე მეტი ავტომობილი შეძლებს გავლას, 3000-მდე მიღწევის შესაძლებლობით. ამჟამად ყოველდღიურად ხდება საშუალოდ 800-1000 სატვირთო მანქანის გაშვება, დღეში 400 მანქანის საპასპორტო შესაძლებლობის პირობებში.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის სატვირთო ავტომანქანები, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) წევრი სახელმწიფოსი, რუსულ საგუშაგოს გადიან გამარტივებული წესით.
ომის შედეგად საქართველოს გზებზე დამატებითი მოძრაობა შეიქმნა. ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს საქართველოს გავლით ტრანზიტის საფასური მაღალი ინფლაციის ფონზე, როდესაც პოსტეპიდემიურ პერიოდში ლოგისტიკური ხარჯები გაიზარდა. საზოგადოებრივი პოლიტიკის კვლევის სომხური ცენტრის ექსპერტის არმენ კტოიანის აზრით, ეს ინფლაციას გამოიწვევს.
საქართველოს ტერიტორიით ტვირთების გადაზიდვის რაოდენობით პირველ ადგილზე სომხეთია, მას მოსდევს დანარჩენი ქვეყნები – აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი.
ავტორი გიტა ელიბეკიანი