პოლიტიკა

“ახლა მთავარია საქართველოს ერთიანობა და რეკომენდაციების შესრულება” | ევროპელი ლიდერების პასუხები საქართველოზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ახლა მთავარია საქართველოს ერთიანობა და რეკომენდაციების შესრულება” – ასე პასუხობენ ევროპელი ლიდერები საქართველოზე დასმულ შეკითხვას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოს, რისთვისაც პოლიტიკური ნებაა საჭირო. 

თქვენ ნახეთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ გატარდეს ის რეფორმები, რომლებიც სასამართლოს უკავშირდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება. ასევე უნდა განხორციელდეს რეფორმები იმ მიმართულებით, რაც მითითებულია რეზოლუციაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა და ისინი დემოკრატიულ ფასეულობებს და ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მათ მხარი, – ამბობს შარლ მიშელი. 

ურსულა ფონ დერ ლეიენი კი ქართველ ხალხს მიმართავს, როგორ უნდა მიაღწიონ “სანუკვარ ოცნებას”. 

“ქართველი ხალხის მიმართ ჩემი გზავნილი იქნება, რომ სურვილი, რომელიც გაქვთ, ეს იქნება ყველაზე დიდი სტიმული, რომ მიაღწიოთ სანუკვარ ოცნებას, თქვენ გაქვთ სტიმული, თქვენ მიიღეთ ევროპული პერსპექტივა. ეს პოლიტიკური პროგრესია. ახლა საჭიროა განხორციელდეს გარკვეული რეფორმები და გვანახოთ პოლიტიკური ერთიანობა, ჩართოთ სამოქალაქო საზოგადოება და რა საკვირველია, უზრუნველყოფილი იყო სიტყვის თავისუფლება”, – ამბობს ლეიენი. 

ნახეთ მეტი
Back to top button