მთავარიპოლიტიკა

ბაიდენმა სომხეთში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატის ვინაობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთში აშშ-ის ახალი ელჩის პოსტზე კრისტინა ქვიენი წარადგინა. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ წერს თეთრი სახლის ვებგვერდი. კრისტინა ქვიენი 2019 წლიდან დღემდე უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელია. 2016 წლიდან 2019 წლის აპრილამდე პარიზში საელჩოში მუშაობდა აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და ეკონომიკურ მრჩეველად. დიპლომატიური მსახურობის განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ტაილანდში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, რუსეთსა და ფილიპინებში. ქვიენი ასევე იყო აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს, ევროკავშირის, უკრაინისა და ბელორუსიის საკითხებით დირექტორი. კალიფორნიაში დაბადებულ დიპლომატს აქვს პოლიტიკურ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხი და სტრატეგიულ კვლევებში მაგისტრის ხარისხი.

სომხეთში აშშ-ის ელჩის პოსტი 2019 წელს 19 თებერვლიდან უკავია ლინ ტრეისის.

ნახეთ მეტი
Back to top button