მთავარიპოლიტიკა

ბურთი ოპოზიციის მოედანზეა –  რა მოხდება,  დანარჩენებმაც რომ  ვანეციანის მაგალითს მიბაძონ

სომხეთის  ეროვნული ასამბლეის ფრაქციის „პატივი მაქვს“ ლიდერის არტურ ვანეციანის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას , რომ იგი დაპირების ერთგული დარჩა.  როგორც მან მანამდე განაცხადა,  ბრძოლის ის ეტაპი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას უნდა მოჰყვეს, ჩავარდება, მაშინ მას პარლამენტში უკვე საქმე არარ აქვს.   ეს აზრი „Sputnik სომხეთთან“ საუბარში პოლიტოლოგმა სურენ სურენიანცმა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის  ეროვნული ასამბლეის ფრაქციის „პატივი მაქვს“ ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა 21 ივნისს განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო მანდატს.

„ბატონმა ვანეციანი თავისი გადაწყვეტილებით გამოეყო  იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ავსებდნენ წინა ხელისუფლებას, რადგან მისი განცხადების მეორე ნაწილი გაცილებით მნიშვნელოვანია, რომლითაც იგი არსებითად აუქმებს „მე პატივი მაქვს“ ბლოკის არსებობას,  გადის პოლიტიკური ძალების მოზაიკიდან“, – განმარტა პოლიტოლოგმა.

„ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, ახალი ვითარება შეიქმნა. ოპოზიციურ ბანაკში იყო წინააღმდეგობები, ოპოზიციური მოძრაობის წარუმატებლობის შემდეგ ამ ფრონტზე რეორგანიზაციები განხორციელდება. თუ პოლიტიკური კრიზისი წარმოიქმნება, ეს პროცესი აუცილებლად ვადამდელი არჩევნებით დასრულდება. გადაწყვეტილება მათია“, – ამბობს პოლიტოლოგი.

ნახეთ მეტი
Back to top button