მთავარისაზოგადოება

მარტივდება მოქალაქეობის მიღების ან შეწყვეტის მიზნით ადმინისტრაირება

მთავრობამ 23 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, რეგულაციებს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღების, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტის, მათ შორის, ბავშვების სრ-ს მოქალაქეობის შეწყვეტისათვის განკუთვნილი დოკუმენტების წარდგენის განხილვის პროცედურებს, მოქალაქეობის საკითხებზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და ვადებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

შედეგად, დაზუსტდება მოქალაქეობის მიღების ან შეწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტაცია, გამარტივდება ადმინისტრირება აღნიშნულ ურთიერთობებში და გაუმჯობესდება გაწეული მომსახურების ხარისხი.

კერძოდ, განისაზღვრა, რომ ბავშვის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით, მშობელი მიმართავს პირადად, ავსებს განცხადებას, რომლის ფორმა, ასევე საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია ამ პროექტით. გარდა ამისა, შეიცვალა სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის დადგენილი ვადები. იმის გათვალისწინებით, რომ კანონით გათვალისწინებულია 90 სამუშაო დღე სრ მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებების განხილვისთვის, ამიტომ მოქალაქეობის წარმოებაში ჩართულ ორგანოებს დაკისრებული ფუნქციების განხორციელების ვადა დაედგენათ ისე, რომ 90 სამუშაო დღეში შესაძლებელი იყოს საქმის სრული შესწავლა, სრ პრეზიდენტისთვის შესაბამისი წინადადების წარგდენა და უკანასკნელის მხრივ ბრძანებულებაზე ხელის მოწერის  უზრუნველყოფა.

გამარტივდა აგრეთვე სრ მოქალაქეობის მიღების ან შეწყვეტისთვის  მოქალაქეების მიერ შესავსები კითხვარების ფორმები, ვინაიდან გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის უმეტესი ნაწილის საჭიროება არ არსებობს, პრაქტიკაში ეს არ მოქმედებს საქმის შედეგზე,  რადგან კითხვარის შევსება ზედმეტ დროს და პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button