მთავარიპოლიტიკა

მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პირადობის მოწმობით მიიღებენ

 სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესები ერთიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა წარიმართოს, ეს იქნება პირადობის მოწმობა. ფაშინიანმა შეახსენა, რომ ახლა რამდენიმე საიდენტიფიკაციო დოკუმენტი არსებობს, თუმცა არჩევნებში მონაწილეობისას მოქალაქემ ერთი უნდა წარადგინოს.

ფაშინიანის თქმით „უნდა გვქონდეს პირადობის მოწმობა, საარჩევნო უბანზე ასევე უნდა გვქონდეს ბარათის წასაკითხი მოწყობილობა, რათა ინსტიტუციურად მოგვარდეს ყველა ის თემა, რაც საარჩევნო მანიპულაციებს ეხება. „მადლობა ღმერთს, ბოლო ორ არჩევნებში მსგავსი პრობლემა არ გვქონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხში რაიმე დაძაბულობის გამორიცხვის თეორიული გზა არის არჩევნების პირადობის მოწმობით ჩატარება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ამომრჩეველთა სიების პრობლემასაც მოაგვარებს. პირადობის მოწმობა ექნებათ პირებს, რომლებიც წარსდგნენ და მიიღეს, ეს კი გადაჭრის ყველა საკითხს.

ნახეთ მეტი
Back to top button