მთავარისაზოგადოება
სომხეთის ატომური ელექტროსადგური უკვე შეუერთდა სომხეთის ერთიან ენერგოსისტემას

23 ივნისს, 13:00 საათზე, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის მე-4, შემდეგ კი 20:56 საათზე, მე-3 ტურბო გენერატორები, შეუერთდნენ სომხეთის რესპუბლიკის ერთიან ენერგოსისტემას, რითაც გამოაცხადეს PNV 2022 წლის დასრულება.
სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვება PNV-2022-ის პროგრამით 27 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა პერსონალის ეფექტური მუშაობის გამო მისი დასრულება დაგეგმილზე 4 დღით ადრე გახდა შესაძლებელი.
ამ დროისთვის სადგური მუშაობს მისი ნორმალური რეჟიმით, 380 მეგავატი სიმძლავრით, უსაფრთხოებისა და საიმედოობის ნორმების დაცვით.