პოლიტიკა

ხუხაშვილი ივანიშვილზე: ნათქვამი აქვს, რომ თუ საჭიროებამ მოითხოვა, დაბრუნდება… დღეს ეს საჭიროება უდგას ქვეყანას

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ კრიზისის გადალახვის საგზაო რუქა:
1. უნდა შეიქმნას “ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის” რეფორმების ჯგუფი”.
2. ჯგუფში უნდა შევიდეს ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი და სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც შესაბამისი ნდობით სარგებლობს ევროკავშირში.
3. ჯგუფმა ერთ თვეში უნდა შეიმუშაოს დროში გაწერილი, ევროკავშირის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა.
4. აწარმოოს მისი აღსრულების ზედამხედველობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
5. შეიმუშაოს სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პაკეტი და გასცეს რეკომენდაცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარების აუცილებლობაზე.
ეს ყველაფერი თეორიაა.
როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ ეს თეორია ვაქციოთ პრაქტიკად?
ქართულ საზოგადოებაში, მიუხედავად პოლარიზაციისა, არსებობს კონსენსუსი ერთ საკითხზე – რაიმე სერიოზული ცვლილებები დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე.
არა აქვს მნიშვნელობა რეალობას. მთავარია, რომ ისტორიამ სწორედ მას დააკისრა ეს პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად გაექცევა.
ამიტომ, არც დამალვას აქვს აზრი, რადგან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ვრცელდება კონსენსუსი მისი როლის შესახებ, რაც ქვეყანასთან ერთად პირადად მასაც უქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც კიდევ უფრო დამძიმდება.
მას ნათქვამი აქვს, რომ თუ საჭიროებამ მოითხოვა, ის დაბრუნდება…
დღეს ეს საჭიროება უდგას ქვეყანას და უდგას პირადად მას.
ის უნდა გახდეს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მოდერატორი. მე პირადად შემიძლია დავადასტურო, რომ ბიძინას აქვს უაღრესად დაპირისპირებული ჯგუფების მონოლოგების დიალოგში და კონსენსუსის ძიების პროცესში ჩართვის უნარი.
ის, რომ ამ მაგიდასთან მიღწეული შეთანხმებები ხელისუფლების დიდ წინააღმდეგობას ვეღარ შეხვდება, ესეც გასაგებია.
ეს არის ერთის მხრივ ქვეყნის სწორ გზაზე დაბრუნების და მეორეს მხრივ, თუნდაც ივანიშვილის ისტორიული და პირდაპირი რეაბილიტაციის შანსი.
იყო დრო, როდესაც ის პატივს მცემდა, ყურადღებით მისმენდა და ჩემი სჯეროდა.
მიუხედავად უდიდესი დისტანციისა, რაც ჩვენს შორის შეიქმნა, ახლაც მზად ვარ მას ამ ისტორიული პროცესის მართვაში დავეხმაროწერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ნახეთ მეტი
Back to top button