პოლიტიკა
აზერბაიჯანის დიქტატორი კიდევ ერთხელ დაემუქრა სომხეთს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბაქოს მიერ ოკუპირებულ ქარვაჭარის რეგიონს ეწვია, სადაც ჰიდროელექტროსადგურის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში ალიევი კვლავ დაემუქრა: „მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია.
სულ რაღაც 44 დღეში დავაჩოქეთ მტერი, ვაიძულეთ თეთრი დროშა აღემართა და ქალბაჯარი დაეტოვებინა. თუ სომხეთი შეეცდება საზღვრების განსაზღვრის გაჭიანურებას, თუ სომხეთში რევანშისტები თავს წამოწევენ, უნდა იცოდნენ, რა ელის მათ.
ჩვენი სამხედრო ძალა ყარაბაღში და ზანგეზურში ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს”, – განაცხადა მტრული სახელმწიფოს მეთაურმა.